დავით ქართველიშვილი: ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე, მაგრამ პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს
„არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება – იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე – მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს“, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.
მისი თქმით, სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში – და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს.
„ალბათ გახსოვთ, ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პერიოდული განგაში – რომელიც არც ერთხელ არ დარჩა უყურადღებოდ და მას ყოველთვის უტარდებოდა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ღვთის მადლით, მას სერიოზული არაფერი აღმოუჩნდა და ის ციხიდან აბსოლუტურად ჯანმრთელი გამოვიდა, თუმცა – მის ჯანმრთელობას რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, პირველი დავუჭერდი მხარს მის სახლში ვადამდე დაბრუნებას. არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება – იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე – მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს. ყოველივე ეს არ ესმით ნეკროფილ ნაცებს, რომლებიც პატიმრებს “სკოჩით” აკრავდნენ პროზექტურებში მიცვალებულებზე, რომლებიც გაუგონარი სისასტიკით ჯერ კლავდნენ გლდანის დაწესებულებაში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს, ხოლო ოთხი თვის შემდეგ, როგორც სისტემაში სანიმუშო, იმავე დაწესებულებაში – ნიდერლანდების დელეგაციას მასპინძლობდნენ. სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში – და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს“, – წერს დავით ქართველიშვილი.