რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ალექსანდრე ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

შესაბამისი განცხადება მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე გააკეთა.

დიპლომატის თქმით, მოსკოვს თბილისის “საღი გონების იმედი აქვს”.

”ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის, იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით”, – თქვა ბიკანტოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები