“ამ განცხადებების ფასი არ არის უფრო ძვირი, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ისინია დაწერილი” – ზატულინი სოხუმის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის უკან წაღების მოწოდებაზე

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი, გაერო-ს 7 ქვეყნის განცხადებას პასუხობს, რომლებმაც რუსეთს მოუწოდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღონ.

რუსი დეპუტატის თქმით, ამ ტიპის განცხადებების ფასი იმაზე ძვირი არ არის, ვიდრე ის ქაღალდი, რომელზეც ის არის დაწერილი.

“ნათელია, რომ რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებს. და ამ თვალსაზრისით, ამ განცხადებების ფასი არ არის უფრო ძვირი, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ისინია დაწერილი”, – თქვა ზატულინმა.

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ირლანდია, ესტონეთი და ალბანეთი რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივი განცხადება გაერო-ში, 2008 წლის მოვლენებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა.

“დღეს ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები და უსაფრთხოების ძალები და ასევე გადახედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა დოკუმენტში ასევე დაგმეს რუსეთის ყოფნა ორივე ე.წ. რესპუბლიკაში და მოსკოვი დაადანაშაულეს ქმედებებში, რომელიც მიზნად ისახავს მათი ტერიტორიების ანექსიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები