დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის უკან წაღებისკენ მოუწოდეს

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ირლანდია, ესტონეთი და ალბანეთი რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივი განცხადება გაერო-ში, 2008 წლის მოვლენებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა.

“დღეს ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები და უსაფრთხოების ძალები და ასევე გადახედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა დოკუმენტში ასევე დაგმეს რუსეთის ყოფნა ორივე ე.წ. რესპუბლიკაში და მოსკოვი დაადანაშაულეს ქმედებებში, რომელიც მიზნად ისახავს მათი ტერიტორიების ანექსიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები