რუსი სენატორი: მოსკოვი ცხინვალის და სოხუმის აღიარებას უკან არასდროს წაიღებს

რუსი სენატორის სერგეი ცერკოვის განცხადებით, რუსეთის ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არასდროს წაიღებს.

შესაბამისი კომენტარის გაკეთება ცერკოვს რუსულმა მედიამ სთხოვა ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, ბრიტანეთის, აშშ-სა და ალბანეთის შესაბამისი მოწოდების პასუხად.

სენატორმა დასავლეთის ამ ქვეყნებს პროვოკატორები უწოდა, რომლებსაც არ სურთ მშვიდობა რეგიონში.

ცეკოვმა აღნიშნა, რომ სიტუაცია მოგვარდა 2008 წელს, როდესაც, საქართველოს ხელმძღვანელობის უხეში შეცდომების შედეგად, ემ “რესპუბლიკები” იძულებულნი გახდნენ მიჰყოლოდათ საკუთარ გზას.

“სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აქვთ სახელმწიფოებრიობის სრული უფლება, ჩვენ არასოდეს წავიღებთ უკან ამ რესპუბლიკების აღიარებას”, -თქვა მან.

პოლიტიკოსმა, დასავლეთის ქვეყნების განცხადებები 2008 წელს “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის მორიგ წლისთავს” დაუკავშირა.

“საკუთარ თავს შეხედეთ, თქვენ კოსოვო გაქვთ, რომელიც ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე იქნა აღიარებული. და მაშინ თქვენ საუბრობდით ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე”,- თქვა ცეკოვმა.

საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ირლანდია, ესტონეთი და ალბანეთი რუსეთს მოუწოდებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები