პუტინის განკარგულებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა “ორმაგ მოქალაქეობას” მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მხარი დაუჭირა.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე განთავსდა.

ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი უნდა მოაწეროს ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთის სახელით.

დოკუმენტის პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ “ერთ-ერთი მხარის მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა, არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები