თუშეთის გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

ფშავის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყლის მიმდებარედ, სწრაფად მოძრავი მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა.

დანარჩენი მგზავრების სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

ადგილზე უკვე გაემართნენ სამაშველო ჯგუფები.აღნიშნულ ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირის არ არსებობის გამო მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები