რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

“იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2030 წელს ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მომსახურების მიღებას ყველა მუნიციპალიტეტში, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე იუსტიციის სახლში.

“იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ინტენსიურად განვავითარებთ თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებულ და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც 2030 წელს ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მომსახურების მიღებას ყველა მუნიციპალიტეტში, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე იუსტიციის სახლში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები