მამუკა მდინარაძე: გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ტყუილი მოიგონა

“გიორგი გახარია ლაპარაკობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარია, არის ადამიანი, რომელმაც თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა.

„როგორც „ნაციონალები“ წლების განმავლობაში პიარის შედეგად ცდილობენ, როგორმე „ქართული ოცნება“ დაიმსგავსოს, იგივე დაემართა და იმავეს აკეთებს გახარია. ჩემთვის ამის თქმა არაა მარტივი, თანაგუნდელები ვიყავით, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მასაც ეს კომპლექსი ამოძრავებს. ის ლაპარაკობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ამ ადამიანმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს დანა ჩაარტყა ზურგში, ის გადადგა „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფორმალური თავმჯდომარისთვის. თუ ეს ადამიანი საუბრობს ღირსებაზე, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც. ერთი წამით არ მიმიტოვებია პარლამენტის შენობა, იქ ვიყავი და ყველას კარგად ახსოვს ეს კადრები“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები