გივი მიქანაძე: გახარიამ პრემიერ-მინისტრობა “ნაცმოძრაობის” გამო დათმო

“გახარიამ პრემიერ-მინისტრობა “ნაციონალური მოძრაობის” გამო დათმო, ანუ ენმ-ს მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა და ამით გამოხატა თავისი პოზიცია, მიმართულება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების შეფასებისას აღნიშნა, გახარია თუ ვინმეს ართმევს ხმებს, ეს შეიძლება იყოს რადიკალური ოპოზიცია.

“გახარიამ პრემიერ-მინისტრობა “ნაციონალური მოძრაობის” გამო დათმო, ანუ ენმ-ს მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა და ამით გამოხატა თავისი პოზიცია, მიმართულება. საზოგადოების დიდ ნაწილში, მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ ასე არის აღქმული და ეს სწორია და სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” გასაძლიერებლად განახორციელა ის ნაბიჯი, რომელიც იყო მოულოდნელი, პირველ რიგში ქვეყნისთვის დამაზიანებელი და შესაბამისად, თუკი ვინმეს ართმევს ის პროცენტებს, ეს შეიძლება იყოს ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ, რომ ის ენმ-ს ორბიტაზე თამაშობს, თუმცა ამავდროულად, ის პროცენტები რომელიც ამ კვლევით მოაკლო “ქართულ ოცნებას”, თანაბრად და პროპორციულად არის გადანაწილებული ენმ-ს და გახარია გუნდს შორის”, – აღნიშნა “დღის კურიერში” გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები