გლდანში “ბეკოს” ფილიალი გაქურდეს
გლდანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის “ბეკოს” ფილიალი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 10 000 ლარამდე ტექნიკა.
არსებული ინფორმაციითვე, სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.