ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 1-ლი აგვისტოს პერიოდში, განხორციელდა 22.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%), ხოლო ღირებულება – 7.2 მლნ აშშ დოლარით (53%) გაიზარდა.
ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთსა (14 726 ტონა) და სომხეთში (6 902 ტონა), ასევე, უკრაინაში (592 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა)“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.