რობერტ სტურუა: რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან, შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას
რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან, შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას, – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო დიდ მსხვერპლს იღებს 20-30 წელია, ამერიკის და ევროპის მეგობარი რომ გახდეს.
„ამერიკა ჩვენი მეგობარია! მეგობრობა კი მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს! ამერიკის ელჩის ულტიმატუმების პასუხად მე დავწერ მხოლოდ ერთს: …ახლა კი, ევროპის და ამერიკის გარეგნულად გულუბრყვილო და თვითდაჯერებულმა ჩინოვნიკებმა დაგვიწყეს ჭკუის სწავლება,
აპრეხილი ამაყი ცხვირით… გაიგეთ, თავისუფლებას ვერ გვაჩუქებთ, პამპერსებს და წყალს
რომ გვიგზავნით ისე! თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თვითონ უნდა მივაღწიოთ:
შრომით,თავდადებით,სიყვარულით, პროფესიონალიზმით!
საქართველო დიდ მსხვერპლს იღებს 20-30 წელია, ამერიკის და ევროპის მეგობარი რომ გახდეს. მეგობრობა კი ორმხრივი გამიგია. მხოლოდ ორმხრივი!
ორმხრივი მსხვერპლის გაღებაა მეგობრობა, ორმხრივი სიყვარული!
დროშებს დაწვავენ რადიკალები! ამერიკულ დროშასაც ცეცხლს მისცემენ, სხვათაშორის, ყველგან წვავენ, სხვა ქვეყნებშიაც! ეს კი ამერიკის ელჩს არ სურს! არც მე! მე მსურს მეგობრობა! ამერიკასთან, ევროპასთან, ყველასთან! თუ მეგობრად არ გვთვლით, მაშინ დაგვანებეთ თავი! თქვენ რა იცით, რა სჭირდება ქართველ ხალხს, უძველეს ერს?
რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან!
შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას და მათი ბელადის დანაშაულების ჩაფარცხვას!ნუ გვახვევთ თავს მოღალატეებთან შეთანხმებას! ეს არის მეგობრობა?! რატომ გვაიძულებთ,
მანიაკი ნაცისტების გამეფებას?!,“- წერს რობერტ სტურუა.