გია ვოლსკი: ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს.

“ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომ ყველა საკითხში შეუთანხმებლობა იყოს. თავიდანვე არ ყოფილა შეთანხმების სურვილი. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურებსაც არაფერი დაეწუნებათ. აბსოლუტურად მოგონილი აბსურდია, რომ ისინი თითქოს კავშირში არიან “ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები