ვლადიმერ ბოჟაძე: ასე სძულდეს ხალხს საკუთარი სამშობლო, სწყინდეთ ეკონომიკის გაზრდა და ტურიზმის განვითარება – ასე მხოლოდ ნამდვილი მტრები იქცევიან
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი პროკურორის და ახლა მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას facebook პოსტს ეხმიანება, სადაც გვარამია ფეისბუქ ჯგუფს – Spend your time in Georgia/ მე დავისვენებ საქართველოში სახელწოდებას უცვლის და წერს Spend Your Last Day in Georgia, რაც ნიშნავს, რომ “გაატარე სიცოცხლის ბოლო დღეები საქართველოში”.
,,ასე სძულდეს ხალხს საკუთარი სამშობლო, ასე მიზანმიმართულად ებრძოდნენ სახელმწიფოს, ასე სწყინდეთ ეკონომიკის გაზრდა და ტურიზმის განვითარება, ასე მიზანმიმართულად ცდილობდე ქვეყნის იმიჯის დანგრევას მეორე არ იქნება მსოფლიოში. ასე მხოლოდ ნამდვილი მტრები იქცევიან, საქართველოს, დედა ეკლესიის, ტრადიციებს, კულტურას, სპორტს, ზოგადად ყველაფერი ქართულის მტრები. ვერასდროს გაიმარჯვებთ, ვერასდროს, გაქცეულ სააკაშვილს ებარებოდეთ.’’- წერს facebook -ზე ბოჟაძე.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.