თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამძებრო სამუშაოებში ჩართული ერთ-ერთი მოხალისე ალექსანდრე თელია ფეისბუქზე აქვეყნებს.
ავსტრალიელი მასწავლებელი მთაწმინდიდან გუშინ გაუჩინარდა. მან ბოლოს მეგობარს დაურეკა, რა დროსაც შველას ითხოვდა. მეგობრების თქმით, მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.
სმაძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. შს სამინისტრო მომხდარს სსკ-ის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მუხლი სავარაუდოდ, მალე გადაკვალიფიცირდება.