პრიორიტეტი არის მოსწავლე, უნდა დავინახოთ, რა საჭიროებები აქვს მოსწავლეს – ეკა დგებუაძე

რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სკოლებში მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და რა მიმართულებით განვითარდება უახლოეს წლებში მანდატურის სამსახური – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, თითოეული ბავშვის საჭიროება უნდა შეფასდეს და პასუხისმგებლობა იყოს აღებული იმაზე, რომ მოსწავლის მხარდაჭერა იყოს შესაბამისი და გაძლიერებული იყოს მშობლის როლი.

„მნიშვნელოვანია, შეფასდეს სკოლებში არსებული სიტუაცია და მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება. ერთი მხრივ, აქამდე არსებობდა მანდატურის სამსახური, რომელიც წესრიგის მიმართულებით გარკვეულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იცვლება სკოლის კულტურა, მანდატურის სამსახურში სხვადასხვა სერვისი შეიქმნა. ერთ-ერთი სერვისი არის ფსიქოლოგიური მომსახურება, მიმდინარე წლის აპრილში გაჩნდა განათლების სოციალური მუშაკის სერვისი. თითოეული ბავშვის საჭიროება უნდა შეფასდეს და პასუხისმგებლობა იყოს აღებული იმაზე, რომ მოსწავლის მხარდაჭერა იყოს შესაბამისი და გაძლიერებული იყოს მშობლის როლი. ეს თანამშრომლობითი ხიდი უკვე გადებულია და პრიორიტეტი არის მოსწავლე. უნდა დავინახოთ, რა საჭიროებები აქვს მოსწავლეს, როგორც ინდივიდს“, – განაცხადა დგებუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები