ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეკონომიკის მაჩვენებლის ზრდა დივერსიფიცირებულია და განპირობებულია როგორც სერვისების, ასევე წარმოების სფეროში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით
“ივნისის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7 პროცენტი შეადგინა”,- ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა თავის “ფეისბუქ” გვერდზე საქსტატის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
მისი თქმით, აპრილში ეს ციფრი 44.8 პროცენტი იყო, ხოლო მაისში კი – 25.8 პროცენტი. მთლიანად, 2020 წლის პირველი ექვსი თვის ზრდა 12.7 პროცენტს შეადგენს.
“ივნისის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7 პროცენტი შეადგინა.
აპრილში ეს ციფრი 44.8 პროცენტი იყო, ხოლო მაისში კი – 25.8 პროცენტი. მთლიანად, 2020 წლის პირველი ექვსი თვის ზრდა 12.7 პროცენტს შეადგენს.
ზრდა დივერსიფიცირებულია და განპირობებულია როგორც სერვისების, ასევე წარმოების სფეროში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით.
საბოლოო ჯამში 2021 წელს უნდა მივიღოთ, მოსალოდნელზე უფრო მეტი, 7.7-პროცენტიანი ზრდა.
ყველაზე საინტერესო ამ ციფრებში ის კი არ არის, რომ ეკონომიკა კოვიდით გამოწვეული კრიზისიდან გამოდის, აქ საინტერესოა ეკონომიკის ადაპტირება შიდა პოლიტიკურ რყევებთან, რაც ბოლო წლებია მიმდინარეობს ოპოზიციის გამოისობით.
ეკონომიკური სუბიექტები პრაქტიკულად აღარ აქცევენ ყურადღებას თბილისის ცენტრში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციური მედიის მიერ პანიკის დათესვის მცდელობებს”,- წერს მჭედლიშვილი.