პარტია „საქართველოსთვის” წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე განიხილეს
პარტია „საქართველოსთვის” წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს. “შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი.
გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის” წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.