გია ვოლსკი: შეთანხმება ცალმხრივად დაირღვა მაშინ, როცა ,,ნაცმოძრაობა” არ შეუერთდა, თუ ახლა მოაწერს ხელს, ეს იქნება სიყალბის პიკი
ეს იქნება სიყალბის პიკი, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დაირღვა მაშინ, როცა ,,ნაცმოძრაობა” არ შეუერთდა.
„ეს იქნება სიყალბის პიკი, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას. შეთანხმების შემდეგ რაც განხორციელდა, მათი ნაწილობრივ შემოსვლა პარლამენტში ემსახურებოდა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას და სხვას არაფერს. ამას საზოგადოება ხედავს. ჩვენ არ ვწყვეტთ საკითხებს მხოლოდ ჩვენი პლატფორმიდან და გადმოსახედიდან. განსაკუთრებით მას მერე შეიცვალა საზოგადოებაში განწყობები მნიშვნელოვნად, რაც საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა. როცა პარტიული ტელევიზიები აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დაირღვა მაშინ, როცა შეთანხმებას მათი პარტია საერთოდ არ შეუერთდა, არც ხელი მოუწერია და არც ვალდებულებები აუღია, ცალმხრივად დარღვევა რას ნიშნავს, არ მესმის. ჩვენ მზად ვართ, არათუ 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის და უფრო მეტი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ კეთილ ნებაზე დამყარებული, საზოგადოების ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკურ ველზე ერთხელ და სამუდამოდ სიმშვიდე დამყარდეს. თუ თქვენი პოლიტიკური ბოსები ამისთვის მზად არიან, რასაკვირველია, ვილაპარაკოთ, ოღონდ, საქმეზე და არა საბოტაჟის შემდგომ გაგრძელებაზე,“ – განაცხადა ვოლსკიმ.