ალეკო ელისაშვილი: მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო – ეს არის ევროკავშირისთვის სილის გაწნა

“მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ქმედება გამაოგნებელი იყო.

“ყველაზე მეტი სარგებელი ამ შეთანხმებით მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არ აწერდა ხელს – ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა. მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს. რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები