“19-მა NGO-მ თავი დაანებეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით განცხადებების კეთებას”

“19-მა NGO-მ თავი დაანებეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით განცხადებების კეთებას!”,- ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

“შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა 19-მა ენჯეომ შეაფასეთ და უწოდეთ „გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ რომელიც ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს”რასაც „ქართული ოცნება” მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“. საზოგადოებამ იცის სოროსის ფონდის, GDI, TI Georgia, OSGF, ISFED, GMC, Shame movement-ებისა (საკუთარ თავს ასეთი აბრევიატურებით მოიხსენიებენ) და მათი მსგავსი ენჯეოების ნაცმოძრაობის ხელის ბიჭობა, მაგრამ როდესაც პრეტენზია გაქვთ მიუკერძოებლობაზე, რეპუტაციის გაასარჩენად,ფორმალურად მაინც აჩვენეთ საზოგადოებას,რომ ობიექტურობის ნატამალი გაგაჩნიათ. დალოცვილებო, მიშელის დოკუმენტის არსებობის 100 დღის განმავლობაში, ერთხელ მაინც აღგეღნიშნათ, რომ ხელმოუწერლობით, „ნაცმოძრაობა მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“. თუ გულწრფელია თქვენი წუხილი, აქამდე რატომ იყავით გაყუჩებულები და ვერ ამჩნევდით, რომ ოპოზიციის 90%-მა უარი თქვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე? რა, ეს არ იყო გზა „წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ“?. თქვენი ორმაგი სტანდარტიდან კარგად ჩანს, ვისი „ძუძუს გოჭებიც“ ბრძანდებით და ამიტომ თავი დაანებეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით განცხადებების კეთებას, რადგან პოლიტიკური მხარე ხართ და რა მნიშვნელობა აქვს, 19 იქნებით თუ 119, ყველამ იცის, ვის ინტერესებსაც ემსახურებით. თქვენ ეწევით სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას.

ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ტარიელ ღვინიაშვილი”,- წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები