აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ,,ქართული ოცნების” გუშინდელ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ,,ტვიტერში” ეხმიანება.

„პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, – წერს ნედ პრაისი.

ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები