სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ,,ფეისბუკგვერდი” ავრცელებს.

ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები