ანტალიაში ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა(ვიდეო)

სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა ტყის ხანძრის დროს ანტალიაში. ამის შესახებ თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, ძლირი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე.

“ამ დროისთვის ტყის ხანძრის შედეგად მინიმუმ 53 ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სახანძრო მანქანა გადაბრუნდა, მძღოლმა მიიღო მძიმე დაზიანებები”, – განაცხადა პაკდემირლიმ.

ანტალიის პროვინციის გუბერნიის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს და ქრობის პროცესში 15 ვერტმფრენი, 6 მძიმე ტექნიკა და 106 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ჩანს რომ შავი კვამლი დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები