სალომე სამადაშვილი: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც

“დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა”,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც.

“დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშვილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა-დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია”,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები