გიგი უგულავა: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან – ვადა უნდა მივცეთ “ოცნებას”, შესაბამისად მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტნიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ “ოცნება” შეთანხმებაში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.

“ჩემი აზრით:

1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას, შესაბამისად მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტნიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ ოცნება შეთანხმებაში.

3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება.

3. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები”,- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები