გივი მიქანაძე: ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ შეუძლია

„თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერენ ან საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ რამდენიმე, რადგან კახი კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს.

„თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერენ ან საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ რამდენიმე, რადგან კახი კალაძე უალტერნატივოა და პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ და ვერ შეუძლიათ, რადგან თავად ოპოზიციაშია დიდი განსხვავებები და პოზიციების თანხვედრა ვერ ხდება. როცა პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლებაში თუნდაც კოალიციურად მოვიდნენ, საზოგადოებისთვის ესეც იმის დამადასტურებელი იქნება, როგორ ვერ აბამენ თავს ვერაფერს და მათი მხრიდან გამოთქმული ეს მოსაზრებები წინასწარვე განწირული იქნება, რადგან საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად აფასებს”, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები