ალეკო ელისაშვილი: უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა
უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას შედეგების გადათვლას სთავაზობდა, ოპოზიციიდან კი აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა ამაზე.
„პოლიტიკოსებმა, რომლებსაც შეგვიძლია საკუთარი შეცდომების აღიარება, მალევე ვთქვით – პირადად მე მოლაპარაკებების რაუნდების დროს ვნახე, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას გვთავაზობდა შედეგების გადათვლას, ოპოზიციიდან კი აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა ამაზე. მე მაშინ მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ჩვენ გვეგონა. ამის შემდეგ ჩვენ ვერ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ არჩევნები მასშტაბურად იყო გაყალბებული. ამას დაემატა ISFED-ის ისტორია და საერთო ჯამში უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.