დევი ტაბიძე: ადამიანები, ჩვენს კლინიკაში იტანჯებიან, წარმოუდგენელია, პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის ჯოჯოხეთი

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, ვინც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან როგორ იტანჯებიან. პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი არამარტო პაციენტებისთვის. ჩვენც ხომ გვინდა ექიმებს არსებობა”,- ამის შესახებ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ექიმების რესურსი ამოიწურა საქმე კიდევ უფრო ცუდად წავა.

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, ვინც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან როგორ იტანჯებიან. პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი არამარტო პაციენტებისთვის. ჩვენც ხომ გვინდა ექიმებს არსებობა, არ შეესაბამება ადამიანურ შინაგან ფსიქიკურ და ჯანმრთელობით ფორმას. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ, გავიგე, რომ ექიმის ფიცი დავდეთ, ექიმები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ადამიანური რესურსი? რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს რესურსი ამოიწურება და თუ ექიმს ეს რესურსი ამოეწურა, კიდევ უფრო ცუდად წავა საქმე”,- განაცხადა “დღის კურიერში” დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები