ალეკო ელისაშვილი: ჯერჯერობით, ვინც თბილისის მერობის კანდიდატებად არიან წარმოდგენილი, არც ერთს მხარს არ დავუჭერთ
“ჯერჯერობით, ვინც თბილისის მერობის კანდიდატებად არიან წარმოდგენილი, არც ერთს მხარს არ დავუჭერთ”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ოპოზიციაში სხვა ახალი კანდიდატი დაინახონ, ვისაც ქალაქის პრობლემები ესმის.
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხარს არ დავუჭერთ კალაძეს. ასევე მხარს არ დავუჭერთ ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას. შესაძლოა, ოპოზიციაში სხვა ახალი კანდიდატი დავინახოთ, ვისაც ქალაქის პრობლემები ესმის და მას მხარი დავუჭიროთ, თუმცა ჯერჯერობით ასეთ კანდიდატს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.