ალეკო ელისაშვილი: არც კალაძეს და არც მელია-ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა

არც კალაძეს და არც მელია-ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,მოქალაქეები” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს როგორც პარტია.

“ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე მელია-ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა,” – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები