ესპანეთის სამ რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს (ფოტო)
ესპანეთში ერთდროულად რამდენიმე ტყეში ხანძრის კერაა.
ხანძარი დაფიქსირებულია რამდენიმე ავტონომიურ ერთეულში: ანდალუსია, კასტილია-ლა-მანჩი და კატალონიაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.
ერთ-ერთ რაიონში დამწვარია 1 ათასი ჰექტარი ტყე. კატალონიაში ერთდროულად ორი ხანძარია – პროვინცია ტარაგონასა და ჟირონაში, რის შედეგადაც განადგურებულია 1,1 ათასი ჰექტარი ტყის საფარი. ხანძრის ქრობაში ჩართულია ქვეყნის სამხედრო დანაყოფები და სპეცტექნიკა.