გიორგი ამილახვარი: მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი ოპოზიციას  2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა ყველა არსებული თუ შესაძლო დარღვევა, რაზეც რეაგირება იქნება.

„საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა ყველა არსებული თუ შესაძლო ხარვეზი-დარღვევა, რაზეც იქნება რეაგირება. შემდეგ კვირაში უკვე საბოლოო დასკვნა იქნება წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომ მოვიდნენ და საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები