იაპონიის ელჩი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში იაპონიის ელჩი აკირა იმამურა ეწვია. დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.

შეხვედრას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: I რანგის კაპიტანი გიორგი ნაყოფია და I რანგის კაპიტანი ზაზა ერქვანია დაესწრნენ.

სანაპირო დაცვის ხელმძღვანელმა იაპონიის ელჩს დანაყოფის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები