განცხადება განცხადებისთვის – ნინო ლომჯარიამ მოძალადე ტელეკომპანია არ დაასახელა  

სახალხო დამცველი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ზოგადად აღნიშნა, რომ მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, თუმცა თავის განცხადებაში არ დაუსახელებია არც მედიასაშუალება, რომელმაც იძალა და არც პრემიერ – მინისტრის ოჯახი, რომელზეც იძალადეს.

“რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ,  მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.

დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით”, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები