გიორგი ცუცქირიძე: არავის გასარჩევი და მით უმეტეს საქილიკო არაა ადამიანი,სად ილოცებს და სურათს რა ფონზე გადაიღებს

არავის გასარჩევი და მით უმეტეს საქილიკო არაა ადამიანი სად ილოცებს, და არც არავის ეკითხება სურათს რა ფონზე გადაიღებს, მით უმეტეს სიწმინდეებს თუ ეხება, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა ფოტოს, “ლაშა ტალახაძის ოთახი ტოკიოში”.

მისი თქმით, ქვეყანა სახიფათო სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ მიექანება.

“ქვეყანა, რომ აშკარად სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრშია, დღეს ოლიმპიურ სოფელში, ლაშა ტალახაძის ოთახში ხატების ფონზე გადაღებული ფოტოს კომენტარებიც ცხადყოფს და ამ ღირებულებათა სოციალურ და მსოფლმხედველობით დაპირისპირებაზეც მიუთითებს.

არავის გასარჩევი და მით უმეტეს საქილიკო არაა ადამიანი სად ილოცებს, და არც არავის ეკითხება სურათს რა ფონზე გადაიღებს, მით უმეტეს სიწმინდეებს თუ ეხება.

ნეო ლიბერალიზმის როგორც ნეო ბოლშევიზმის ამ ახალი უღმრთოთა რელიგიის სახე აქაც ღიად მოჩანს, რომლის დროშასაც მეინსტრიმული მედია და ოპოზიციად წოდებული ნაცკლასტერი წარმოადგენს.
ამ ლიბერასტ- ათეისტების წარმოდგენა ოდენ მატერიას და კუჯს არ სცილდება. იმასაც ვერ იგებენ, რომ საკუთარ წონაზე ორჯერ მეტი, რომ აწიო, სულ ცოტა მეტაფიზიკაც უნდა დაგეხმაროს.

სამოქალაქო საზოგადოების გაფეტიშებით, გამოხატვის თავისუფლების და საუკუნოვანი ქრისტიანული მრწამსის სრული იგნორირებით, და ტრადიციულ მენტალობასთან კონფლიქტში შესვლით, ქვეყანა მიექანება სახიფათო სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რომელიც თუ არ შეჩერდა, უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. აშკარად ძალადობაში გადაზრდილი 5-6 ივლისის მოვლენებიც ამ რეალობის თავისებური გამოძახილი იყო. ამ ღირებულებათა ომს გამარჯვებული არ ეყოლება!”, – წერს  გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები