“ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია თანაბრად გვიცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისაგან”

ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია თანაბრად გვიცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისაგან, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“, „სინოვაკის“, „სინოფარმის“ და „ასტრაზენეკას“ თავის დაცვის პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებისაგან განსხვავებულია.

„როდესაც ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში არის თუ არა განსხვავება ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვაქცინებს შორის, დიახ, არის. „ფაიზერის“, „სინოვაკის“, „სინოფარმის“ და „ასტრაზენეკას“ თავის დაცვის პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებისაგან განსხვავებულია. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ არის თუ არა განსხვავება მძიმე შემთხვევების განვითარებასა და გარდაცვალების რისკს შორის, აქ განსხვავება პრაქტიკულად არ არის. ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია თანაბრად გვიცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევებისგან, ასევე თანაბრად გვიცავს გარდაცვალებისაგან. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ის არჩევანი, რომ „ფაიზერს“ ველოდები, იმიტომ რომ მას 95%-იანი დაცვა აქვს, მარტო ამ თემას ეხება, ინფიცირებას, რომელიც არანაირად არაა წამყვანი და მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, თქვენ ცოცხალი გადარჩეთ, არ მოხვდეთ საავადმყოფოში, არ დამძიმდეს მდგომარეობა. აქ ოთხივე ვაქცინის ეფექტურობა „ჯანმოს“ მონაცემებით, ყველა ექსპერტის მონაცემებით, რომელიც რეალურ დროში აფასებდა ამ ვაქცინის ეფექტურობას, პრაქტიკულად თანაბარია.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ვაქცინების იმდენი რაოდენობა, რომ ადამიანს არ დასჭირდეს ლოდინი ან სხვა ქალაქში და რეგიონში წასვლა ვაქცინაციისთვის. ეს ბარიერიც მოხსნილია. ამიტომ ვაქცინაციის შეფასებისთვის, მომდევნო კვირა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები