ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე: ამას რა ჰქვია, დილის 6 საათიდან პრემიერის სახლთან “საპატიო ყარაულში” რომ დგას ჟურნალისტი, იქ, სადაც მისი ოჯახი და შვილები არიან და “სანადიროდ” ემზადება

ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მყოფი, ,,ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება მორალსა და ჟურნალისტურ ეთიკაზე ხელის აღებაა.

,,აბა, გამოიცანით, ამას რა ჰქვია, დილის 6 საათიდან პრემიერის სახლთან “საპატიო ყარაულში” რომ დგას ჟურნალისტი, იქ, სადაც მისი ოჯახი და შვილები არიან და “სანადიროდ” ემზადება!!!

,,ესენი ხომ თქვენი შვილები არ არიან”, ამიტომ, თავს უფლებას აძლევთ, თავზე, მორალზე, ჟურნალისტურ ეთიკასა და სტანდარტებზე ხელი აიღოთ? ყველაფერი მესმის, გავიგე, თანავუგრძნე, დავწერე, მაგრამ, ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ძალადობას ვერაფრით “გააპრავებთ”!!!

უფლებადამცველებო, ახლა გააღეთ პირი და თქვით “ააა”, ამას სამმაგი სტანდარტი ჰქვია, რადგან “ორმაგის” პარამეტრებშიც აღარ ჯდება!!!
მოდით, ნუ წავართმევთ ჟურნალისტის პროფესიას ღირსებას და ვიყოთ ადამიანები მანამდე მაინც, სანამ მეცნიერება არ აღმოაჩენს, რომ რაღაც სხვანი ვართ,” – წერს თამარ ბოლქვაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები