“წყალმომარაგება ჩვენი დიდი გამოწვევაა მიუხედავად იმ დიდი პროგრესისა, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში გვქონდა. პანდემიის პირობებში მოვახერხეთ და ქუთაისს, ზუგდიდს, ჭიათურას, წნორს, 4 დიდ ქალაქს 2020 წელს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს.
რა თქმა უნდა, ეს სამუშაო გრძელდება და, სწორედ ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენ ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება გვექნება, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
“150 მდებარეობაში მიმდინარეობს ჩვენი პროექტები, რომლის შედეგადაც 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, აქედან 200 ათასს არასდროს არ ჰქონია ცენტრალური წყალმომარაგება. ამ 150 მდებარეობიდან 26 ქალაქია, დანარჩენები კია რის სოფლები, დაბები, კურორტები.
მნიშვნელოვანია, რომ წელს გაზაფხულზე გავაფორმეთ ხელშეკრულება ხაშურის წყლისა და წყალანირების მოწყობისა და ნაწილის რეაბილიტაციის, ასევე, გამწმენდი ახალი ენერგოეფექტური ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასეთი კომპლექსური პროექტებიც გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.