გია ვოლსკი: იმდენად მძლავრია ის პოზიცია, რომელიც გააჩნია კალაძეს, როგორც მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ოპოზიციას კონსტრუქციული ბრძოლის რეჟიმში შემოსვლა გაუჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, კახა კალაძეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, მძლავრი პოზიცია აქვს და ოპოზიციას მასთან კონსტრუქციული ბრძოლა გაუჭირდება.

,,ოპოზიციის გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ ,,ნაცმოძრაობის” დიქტატიდან და არამგონია, რომ ერთიანი კანდიდატის საკითხზე შეთანხმდნენ. იმდენად მძლავრია ის პოზიცია, რომელიც გააჩნია კალაძეს, როგორც მერობის კანდიდატს, რომ, მე ვფიქრობ, გაუჭირდებათ კონსტრუქციული ბრძოლის რეჟიმში შემოსვლა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

,,ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები