თემურ მიქელაძე: დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აიცრას მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი, ამდენი ჩაკეტვით შედეგი ვერ მივიღეთ

“დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აიცრას მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი, რათა ფართომასშტაბიანი გავრცელება შეწყდეს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრმა და პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

მიქელაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„16 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანი მაქსიმალურად უნდა იყოს მოცული. ეს ნიშნავს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აიცრას მაქსიმალურად მეტი ბენეფიციარი, რათა ფართომასშტაბიანი გავრცელება შეწყდეს, ჩამოვიდეს ტურისტი, არ ამოქმედდეს „ჩაკეტვები“. ვხედავთ, რომ ამდენი ჩაკეტვით შედეგი ვერ მივიღეთ“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები