ალექსანდრე გოგინავა: პაციენტები სიმულირებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ სტაციონარში და იკავებენ იმ პაციენტების ადგილს, ვისაც სჭირდება და არის ჟანგბადდამოკიდებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი, ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ სხვადასხვა სიმპტომის სიმულირებას იმისთვის, რომ სტაციონარებში მოხვდნენ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ადგილები აღარ რჩევა ისეთი პაციენტებისთვის, ვისაც კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა რეალურად სჭირდება.

“პაციენტების უმრავლესობას უნდა, რომ მოხვდეს საავადმყოფოში, რადგან ეშინია კორონავირუსული ინფექციის. ისინი ამძიმებენ თავიანთ მდგომარეობას, სხვადასხვა სიმპტომს სიმულირებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ სტაციონარში და, შესაბამისად, იკავებენ იმ პაციენტების ადგილს, რეალურად ვისაც სჭირდება და არის ჟანგბადდამოკიდებული. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, არის და მინდა, მივმართო ადამიანებს, თუ ჩვენ გვეშინია კორონავირუსის და მას რეალურად აღვიქვამთ საფრთხეს როგორიც არის, ამისთვის არსებობს ვაქცინაცია და უნდა ავიცრათ. ხოლო თუ დაგვემართება დაავადება, გარკვეული პერიოდი გავჩერდეთ სახლში, მოვუსმინოთ ოჯახის ექიმს, მივიღოთ მისი რჩევები და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი შეაფასებს, რომ სჭირდება სტაციონარიზაცია, მაშინ მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალში გადაყვანა”, – განაცხადა “დღის კურიერში” ალექსანდრე გოგინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები