70 დაკავებული – კოლუმბიაში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება
კოლუმბიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცველებმა 70 ადამიანი დააკავეს.
ალ ჯაზირას ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაშავდა ათობით პირი.
უკვე რამდენიმე დღეა, დემონსტრანტები ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საგადასახადო კანონმდებლობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქტივისტების განცხადებით, საპროტესტო ტალღა მანამდე არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.