ალეკო ელისაშვილი: დიდი ალბათობით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ექვსი თვით არჩეულ თავმჯდომარეს მივიღებთ

“მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე, დიდი ალბათობით, კანდიდატის დანიშვნა ექვსი თვის ვადით მოხდება.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა იყოს.

„მხარს არ დავუჭერთ „ქართული ოცნების“ ფავორიტებს, რადგან წინააღმდეგობაშია იმ შეთანხმებასთან, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოვაწერეთ. ცესკო-ს თავმჯდომარე მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა იყოს. შეიძლება, ეს ადამიანები არიან პროფესიონალები და საიმედო ხალხი, მაგრამ მათ არ ვიცნობთ. შეიძლება, საკუთარ წრეში რეპუტაცია აქვთ, მაგრამ მათ არ ვიცნობთ, უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც საზოგადოებრივი რეპუტაცია ექნებოდათ. დიდი ალბათობით, 6 თვით არჩეულ თავმჯდომარეს მივიღებთ, ეს ცუდია, მაგრამ ამაში დადებითია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვინ იქნება პერსონალურდ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი უფლებამოსილება რეფორმის შედეგად შემცირებულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე დღეს ხელახლა გავიდა, თუმცა, კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები