საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა. ამის შესახებ მან ,,დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული.
“საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა, ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, გარდაცვალების 2 შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში,” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.