ილია მეორე თამაზ ტყემალაძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცნობილ პუბლიცისტს, ფილოლოგსა  და ჟურნალისტს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარ რედაქტორს, თამაზ ტყემალაძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს.

პატრიარქი თამაზ ტყემალაძეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

„ქართულ მწერლობაზე შეყვარებული, ალალი, მოსიყვარულე, კეთილი, მიამიტი, სამშობლოს ერთგული შვილი… ასეთად იცნობენ ბატონ თამაზ ტყემალაძეს ახლობლები, რომელთა რიცხვიც ძალზედ დიდია. ვულოცავთ მას დაბადების საუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და უფლის შეწევნას საქართველოს მსახურებისთვის. ღმერთმა დალოცოს ბატონი თამაზის ოჯახი“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები