“ისევ წვიმს, ისევ ცრის… ამ სიმღერას მზიან ამინდშიც როცა ვუსმენ, მგონია, რომ მართლა წვიმს და ცრის” – მამუკა ხაზარაძე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
“ისევ წვიმს, ისევ ცრის… ამ სიმღერას მზიან ამინდშიც როცა ვუსმენ, მგონია, რომ მართლა წვიმს და ცრის. ეს მხოლოდ ნანის შეუძლია, ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს, ადამიანს, რომელმაც შექმნა განუმეორებელი სამყარო, სიყვარულის, სითბოს, პატივისცემის, ურთიერთობის, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საუკეთესოდ წარმოჩენის. ბევრს არ დავწერ, ყველამ ვიცით ქალბატონი ნანის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ და მრავალს დაესწარით! პატივისცემითა და სიყვარულით, მამუკა”, – წერს ხაზარაძე.