ნიკოლოზ სამხარაძე: “ლელოს” კოალიციური მთავრობის იდეას ვუწონებ – ჩვენზე კარგ ალტერნატივას თუ ვინმე შემოგვთავაზებს, მოხარული ვიქნებით

“ლელოს” კოალიციური მთავრობის იდეას ვუწონებ და მოვუწოდებ, სასწრაფოდ შექმნან ჩრდილოვანი კაბინეტი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ.

„ლელოს“ კოალიციური მთავრობის იდეას ვუწონებ და მოვუწოდებ, სასწრაფოდ შექმნან ჩრდილოვანი კაბინეტი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ვინ იქნება კოალიციურ კაბინეტში, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. ჩვენზე კარგ ალტერნატივას თუ ვინმე შემოგვთავაზებს, მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “საჭიროა შეთანხმება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,, მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები