ნათია თურნავა: თქვენ გრძნობთ თავს უხერხულად, გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?

“თქვენ გრძნობთ თავს უხერხულად, გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ეხებოდა.

მისივე თქმით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერმინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან. ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს სტაბილურობა, წესრიგი, განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკა, რომელმაც, როგორც იქნა, სული მოითქვა და აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს. რაც შეეხება კითხვას, გრძნობს თუ არა ვინმე მომხდარის გამო თავს უხერხულად, თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?!”, – მიმართა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები